უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება და დონალდ ტრამპთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს გეგმავს, სადაც სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრას გამართავს დონალდ ტრამპთან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „სუსპილნე” თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც აღინიშნება, ზელენსკიმ სენატორ გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე მიიღო მიწვევა.

ვიზიტის საბოლოო გეგმა - შეხვედრებისა და მონაწილეების სიით - ასევე მისი ხანგრძლივობა ამ მომენტისთვის დადასტურებული არ არის.

წყაროების ცნობით, ამ მომენტისთვის განიხილება იმის საკითხი თუ ვინ უძელმძღვანელებს უკრაინულ დელეგაციას იმ შემთხვევაში თუ უკრაინის პრეზიდენტი ვერ შეძლებს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო