უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი - რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების გამო, გემთმფლობელებმა უკრაინის შავი ზღვის პორტებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის გემების შესვლა დროებით შეაჩერეს

რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების გამო, გემთმფლობელებმა უკრაინის შავი ზღვის პორტებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტისთვის გემების შესვლა დროებით შეაჩერეს, - ამის შესახებ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ განაცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობით, გემების შემოსვლა შეჩერებულია. ეს გემთმფლობელების მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. უკრაინას, როგორც სახელმწიფოს, არანაირი შეზღუდვა არ დაუწესებია“, - განაცხადა უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ შავ ზღვაში რუსეთის მიერ გემებზე თავდასხმის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ გამოაცხადა.

„უკრაინამ 27 ივლისს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით დაზარალებულებს, დაუყოვნებლივ მოითხოვონ რუსეთისგან შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებაზე თავდასხმების შეწყვეტა. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, მსოფლიო აშიმშილოს. გლობალურ ზეწოლას შეუძლია შეაჩეროს რუსული ტერორი“, - აღნიშნა სიბიგამ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს