აშშ-მა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმა განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელეს, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, სანაპირო სათვალთვალო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, თავს დაესხას სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს“, - აღნიშნულია CENTCOM-ის განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია რჩება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად და კომერციული გემები აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით თავისუფლად მოძრაობას აგრძელებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის ძალები ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს ზედიზედ 13 დღეა ახორციელებენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს