ქვემო ქართლის პოლიციამ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს დამნაშავე პირის ვინაობა და იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მოპარული სატვირთო ავტომანქანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამოავლინა და ნივთმტკიცების სახით ამოიღო” , - წერია განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს