დრონებით თავდასხმის შედეგად ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობის ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა - კომპანიამ მუშაობა „დროებით შეაჩერა“

დრონებით თავდასხმის შედეგად ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობის ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კომპანია Wildberries-ის განცხადებით, საწყობის შენობა არ დაზიანებულა, თუმცა ობიექტზე მუშაობა დროებით შეჩერებულია.

საწყობი ობიექტიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის, დენის პასლერის ინფორმაციით, ხანძარი 300 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა.

„ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს