„რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი?“ - „საქართველოს ბანკი“ და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლებისა და საზოგადოების განვითარების მხარდამჭერი, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობის ფარგლებში მზრუნველი მამობისა და მშობლების თანასწორი ჩართულობის ხელშეწყობას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, 25 ივლისს, 14:00 საათზე, Holiday Inn-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება, რომელიც მამებისა და შვილების ურთიერთობას, მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ბავშვის განვითარებაში მამის როლს დაეთმობა. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრის მთავარი თემა იქნება - „რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი, რომელსაც მისი ნამდვილად სჯერა?“ შეხვედრა გააერთიანებს პროფესიულ ხედვასა და პირად გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ყოველდღიურმა მხარდაჭერამ, ნდობამ და თანადგომამ გავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაზე.

ღონისძიებაზე საუკთარი გამოცდილებების შესახებ ისაუბრებენ მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა - კახა ზივზივაძე. ისინი ისაუბრებენ თუ რას ნიშნავს შვილის მხარდაჭერა მისი პირველი ნაბიჯებიდან მნიშვნელოვან წარმატებამდე და როგორ იქცევა მშობლის თანადგომა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვან საყრდენად.

შეხვედრის ფარგლებში ასევე გაიმართება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, შვილებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე განსხვავებული პერსპექტივით დაფიქრდნენ და ერთად შექმნან დასამახსოვრებელი გამოცდილება.

„საქართველოს ბანკსა“ და გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის დაწყებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს მზრუნველი მამობის მხარდაჭერას, შვილების აღზრდაში მამების ჩართულობის წახალისებას და ოჯახების გაძლიერებას. პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების აქტივობა განხორციელდება.

ინფორმაციისთვის, UNFPA საქართველოში წლების განმავლობაში ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობას კი არა, შვილების ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას, ემოციურ სიახლოვესა და ზრუნვის თანაბარ განაწილებასაც გულისხმობს. სწორედ ამ ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება საქართველოს ბანკისა და UNFPA-ის პარტნიორობაც.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება