სახელმწიფო ელექტროსისტემა - ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა - მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზის დადგენა

10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.

ავარიის დაფიქსირებისთანავე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაუყოვნებლივ დაიწყო ენერგოსისტემის აღდგენა.

„ინტენსიური და კოორდინირებული მუშაობის შედეგად ელექტროენერგიის ეტაპობრივად მიწოდება მომხმარებლისთვის უმოკლეს დროში დაიწყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას”, - წერია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს