დონალდ ტრამპი - ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, თუმცა მზად არ არის

ირანი შეთანხმებისთვის მზად არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციისთვის სადილზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს, თუმცა ისინი ამისთვის მზად არ არიან. ვფიქრობ, ჯერ ამის დრო არ არის, მაგრამ მე მზად ვარ მათ მოვუსმინო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-მა ირანს ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა.

„მათ ძალიან ცოტა დრონი დარჩათ. მათ სამხედრო და საზღვაო ძალები აღარ ჰყავთ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. „ფეიკ ნიუსს“ ნუ დაუჯერებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს