რუმინეთი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი დრონი ჩამოაგდეს

რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს.

ნიკუშორ დანის ცნობით, რუმინეთის საჰაერო ძალებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ, დრონი ჩამოაგდეს, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

„დღეს დილით, 8:30 საათზე, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, სფინტუ-გეორგედან დასავლეთით 10 კმ-ში, ახალი დრონი ჩამოაგდეს. დრონი რუმინელმა პილოტმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლიდან ჩამოაგდო“, - წერს რუმინეთის პრეზიდენტი X-ზე.

ცნობისთვის, პარასკევს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საჰაერო ძალებმა პირველად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, დრონი რუმინეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა გაანეიტრალა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს