საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო 220 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გამო 220 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ბორდოს მახლობლად მდებარე გარეუბნებიდან 60 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის ჟირონდასა და ლანდის დეპარტამენტებიდან დაახლოებით 200 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დასახმარებლად სამხედრო ძალების მობილიზება მოახდინა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის ცნობით, ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დაახლოებით 50 მეხანძრე დაშავდა.

ტყის ხანძარს ებრძვიან ესპანეთის დედაქალაქის, მადრიდის მახლობლადაც.

ესპანეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 25 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო 40 000 ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს