იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხაილო ფედოროვს მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობა შესთავაზა

იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიხაილო ფედოროვს მისი მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობა შესთავაზა.

„მას გათავისუფლებიდან მეორე დღეს დავურეკე და ვკითხე: როდის გსურს რომში ჩამოსვლა და ჩემთან მრჩევლის რანგში მუშაობა?“, - განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა შეთავაზება „პატივისცემისა და მეგობრობის გამოხატულებად“ მიიღო.

„ის ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც ბრძოლის ველზე თამაშის წესები სრულად გადაწერა“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვს მთავრობის შემადგენლობაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობა შესთავაზა, თუმცა ფედოროვმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გარდა არცერთ სხვა თანამდებობას არ დათანხმდება.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს