პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, შვილმა მამა თავის არეში რკინის ძალაყინის რამდენჯერმე ჩარტყმის გზით მოკლა, რის შემდეგაც გვამი სახლის ეზოში დამარხა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, მამა-შვილს შორის, მათსავე საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტისას, შვილმა თავის არეში რკინის ძალაყინის რამდენჯერმე ჩარტყმის გზით მოკლა მამა, რის შემდეგაც გვამი სახლის ეზოში დამარხა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს