ანდრეი სიბიგა - მომავალ კვირას სენატორი გრემის სასანქციო კანონპროექტის ფონზე, ყურადღებით უნდა ვიყოთ - რუსეთმა ვითომ მშვიდობაზე ზრუნვით შესაძლოა, მისი ჩაშლა სცადოს

მომავალ კვირას სენატორი გრემის სასანქციო კანონპროექტის ფონზე, ყურადღებით უნდა ვიყოთ - რუსეთმა ვითომ მშვიდობაზე ზრუნვით შესაძლოა მისი ჩაშლა სცადოს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“ბოლო წლების განმავლობაში ერთი ტენდენცია აშკარაა: ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი მნიშვნელოვანი სანქციები ახლოვდება - განსაკუთრებით, აშშ-ის მხრიდან - პუტინი ყველა ღონეს ხმარობს დროის მოსაგებად.

მისი საყვარელი იარაღი? ყალბი დიპლომატია, დადგმული სატელეფონო ზარები და არაკეთილსინდისიერი შეხვედრები.

მომავალ კვირას სენატორი გრემის სასანქციო კანონპროექტის ფონზე, ყურადღებით უნდა ვიყოთ. რუსეთმა ვითომ მშვიდობაზე ზრუნვით შესაძლოა მისი ჩაშლა სცადოს.

მოსკოვზე სასანქციო ზეწოლის გამკაცრება არა მხოლოდ დროულია - ის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია რუსული ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად და ომის რეალური დასრულების იძულებისთვის,” - წერს სიბიგა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს