თამარ ჩერგოლეიშვილი - ხელისუფლების ჩამონგრევას არაფერი უნდა, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია მოვიდეს აზრზე - ბიძინა ივანიშვილი ამერიკასა და ევროპასთან დალაგების გარეშე ვერ გადარჩება

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარ დღის წესრიგში მოსახლეობის წინაშე არსებული რეალურად მტკივნეული თემები უნდა დააყენოს.

„ხელისუფლების ჩამონგრევას საერთოდ არაფერი არ უნდა, გარდა იმისა, რომ ოპოზიცია მოვიდეს აზრზე და თავის დღის წესრიგში შემოიტანოს თემები, რაც ხალხს აწუხებს“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გადარჩება დასავლეთთან დალაგების გარეშე, თუმცა ოპოზიციაც უნდა „მოვიდეს აზრზე“.

„[ქართული ოცნება] სტრატეგიულ ბუნდოვანებას ქმნის, ვერ ახლოვდება ევროკავშირთან. ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა საქართველოს კომპანიები დაასანქცირა. დაასანქცირა ყულევი, „თელასის“ და „თელმიკოს“ [არაპირდაპირი] მფლობელი. სჭირდება მესიჯი [ქართულ ოცნებას], ამიტომ ხან ერთს იძახის, ხან მეორეს. სტრატეგიული ბუნდოვანება არის ბიძინა ივანიშვილის მოედანი და სულ ასე ინარჩუნებდა. ვერ გადარჩება ბიძინა ივანიშვილი ამერიკასა და ევროპასთან დალაგების გარეშე. ჩამოინგრევა, რადგან ეს არის ხალხის განწყობა“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებით, მმართველი პარტია ძალაუფლებას აქამდე მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზეც „ისეთივე ავტოკრატები“ არიან.

„ფედერალისტების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „რეჟიმის ჩამოშლა“ მხოლოდ მკაფიო, განსხვავებულ ფასეულობებზე აგებული დემოკრატიული ალტერნატივის გამოჩენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„აქამდე იმიტომ არ ინგრევა, რომ ოპოზიციაშიც ისეთივე ავტოკრატები არიან, რომლებიც სიტყვის გამო მაყურებელს სჯიან, ზუსტად ისეთივე, როგორიც არის ხელისუფლებაში...

ვიდრე არ კრისტალიზირდება დემოკრატიული ალტერნატივა, რომელიც სრულიად სხვა ფასეულობებზეა აგებული, იქამდე რეჟიმის ჩამოშლას არ უნდა ველოდოთ“ , - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა