თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ ორ აქტივისტს ფულადი ჯარიმა, ორს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტები თორნიკე თოხშუა, მარიამ მეყანწიშვილი, ნატო ბოლქვაძე და შაკო ბაღდოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით თორნიკე თოხშუას 3000 ლარიანი, მარიამ მეყანწიშვილს კი 6000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ნატო ბოლქვაძეს 5 -დღიანი, ხოლო შაკო ბაღდოშვილს 10 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე ასევე გაიმართა, აქტივისტების ვასო ბერიძისა და ია მელითაურის პროცესებიც. მოსამართლემ ვასო ბერიძე 5000 ლარით დააჯარიმა, ხოლო ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა. თორნიკე თიკარაძის პროცესი კი 31 ივლისის 14:00 საათისთვის გადაიდო.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს “შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა