ლევან ლორთქიფანიძე - ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! - ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა

ქმნიან პროფესია „პატრიოტს“ - ეს დაღუპავს ქვეყანას თავიდან ბოლომდე და არა მხოლოდ ერთ პარტიას, ცეცხლს ნუ ეთამაშებით, - ამის შესახებ

„სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ადამიანთა ჯგუფს ავალებენ, რომ სამშობლოს დასაცავად სცემონ ხალხი, რაც „ცეცხლთან თამაშია და დაღუპავს ქვეყანას“.

„ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ეძებენ ადამიანთა ჯგუფებს საზოგადოებაში, რომელთაც არც საქმე აქვთ, სპორტული კარიერაც დაამთავრეს, მაინც და მაინც დიდი შემოსავალი არ აქვთ, თვითრეალიზებულები არ არიან და იმის ნაცვლად, რომ ინდუსტრიული პოლიტიკა გაატარონ და ადამიანები დაასაქმონ, ახალი პროფესია მისცენ ადამიანებს, შექმნეს პროფესია პატრიოტი და ეუბნებიან: „მოდით, სამშობლოს დასაცავად, სცემეთ ხალხი, დახვდით ქუჩაში, შეაგინეთ ადამიანებს, შეურაცხყოფა მიაყენეთ თქვენს მეზობლებს, თანამოქალაქეებს, ხოლო თქვენ თუ შეგაგინებენ, მე დაგიცავთ, იმათ დავიჭერთ“ - ეს დაღუპავს ქვეყანას თავიდან ბოლომდე და არა მხოლოდ ერთ პარტიას, ცეცხლს ნუ ეთამაშებით“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძის თქმით, განსხვავებული აზრის გამო ან თუნდაც „უცენზურო ხუმრობის“ გამო ადამიანის დასჯა „გამოქვაბულში დაბრუნებაა.

„საკუთარი მოსაზრების გამო, თუნდაც უცენზურო იყოს მოსაზრება, ადამიანის ციხეში ჩაგდება, დაპატიმრება, არის გამოქვაბული, ეს არის შუა ქვის ხანა, ინსტრუმენტიც რომ არაა გამოგონებული, ის პერიოდია. თუ არ მოგწონს ვინმეს უცენზურო ხუმრობა ან გამონათქვამი, ამისთვის არსებობს პოლემიკა დისკუსია, რაღაც სტანდარტების დაწესების საშუალებები. შენ შექმენი უკეთესი იუმორი, შენ გამოხატე უფრო მკაფიოდ აზრი, შენ აამაღლე და უფრო მაღალი კულტურული სტანდარტი შექმენი და ამით დაუპირისპირდი განსხვავებულ აზრს და არა ქვით და ქუჩაში დახვედრით. ქართულ ტრადიციაზე რომ ლაპარაკობენ,ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა და არასდროს ყოფილა, რომ ძლიერმა სუსტი უნდა გასრისოს“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა