საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება. შესაბამისი განცხადება პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება.

„რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას”, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა კახა გულედანს მინისტრის თანამდებობაზე „უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს კანონის მიღებას ამ თანამდებობის შექმნამდე, სექტემბრის პირველ კვირამდე საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

„სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.

მან თხოვნით მიმართა პარლამენტს, რომ მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ