აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმების ტალღა დაასრულეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ეს იყო პასუხი ირანის გუშინდელ მცდელობაზე, თავს დასხმოდა აშშ-ის ძალებს.

„CENTCOM-ის აქტივებმა ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ათობით სამიზნეს შეუტიეს, მათ შორის სამხედრო სამეთაურო ცენტრებს, სარაკეტო და დრონების ობიექტებს, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის ობიექტებს და საზღვაო შესაძლებლობებს“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამდა. „ჩვენ მათ ძალიან მძიმე დარტყმას მივაყენებთ, რადგან ჩვენი ჯერია დავარტყათ. მათ იციან, რომ ეს მოხდება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს