რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას ნამსხვრევების ჩამოვარდნა და ხანძარი დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა ქალაქ კრივი-რიჰსაც შეუტიეს. ქალაქის გარეუბანში, კერძო სახლს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც ორი ბავშვი და ოთხი ზრდასრული დაიღუპა, რვა ადამიანი კი დაშავდა.
ამასთან, ქალაქ ლვოვში, რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი შენობები დაინგრა და დაზიანდა. დაშავებულია 15 ადამიანი. ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.