თენგიზ შარმანაშვილი - პრემიერმა გადაწყვიტა, რომ პრიორიტეტულია რეგიონული პოლიტიკის უფრო მაღალ დონეზე შემუშავება, ამიტომ ახალი თანამდებობა შემოიღო - ეს არის და ეს! ამის გაკეთების უფლება ჰქონდა, თქვენ ხომ არ შეგითანხმებთ?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ პრიორიტეტულია რეგიონული საკითხები და პოლიტიკის უფრო მაღალ დონეზე შემუშავება, ვიდრე აქამდე იყო, ამიტომ პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ეს თანამდებობა შემოეღო, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის წარდგენის თაობაზე დასმულ კითხვას.

“როცა პარლამენტი შესაბამისს კანონში ცვლილებებს შეიტანს, აპირებს ამ თანამდებობაზე გამოცდილი ადამიანი წარადგინოს - ეს არის და ეს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს კონსტიტუციით ამის გაკეთების უფლება ჰქონდა და გააკეთა - რა გინდათ, თქვენ ხომ არ შეგითანხმებთ?!“, - მიმართა ჟურნალისტს თენგიზ შარმანაშვილმა.

საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდება და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება. აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაინიშნება.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელიც სამი თვის წინ შეიქმნა და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, კობახიძის თქმით, პოსტი სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება