პროკურორი განმარტავს, რატომ არ ეძლევათ გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს მათზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებზე დასწრების შესაძლებლობა

ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული გდდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა. მოსამართლე, თამარ მახარობლიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

“დღევანდელი სასამართლო სხდომის გამართვის მიზეზი იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხი, რომ აუცილებლად, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. სასამართლომ საკუთარი ინიციატივით გადასინჯა ეს საკითხი, უნდა დარჩენილიყვნენ თუ არა ბრალდებულები პატიმრობაში. გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სამივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა დარჩა ძალაში", - განაცხადა პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, პროცესის დასრულების შემდეგ.

ასევე, როგორც პროკურორმა გიორგი ნადირაძემ განაცხადა, დაზარალებულები დასაკითხ პირთა სიაში არიან, მათი სასამართლოში დაკითხვის შემდეგ კი გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პროცესებს დაესწრონ.

“კანონში წერია, რომ მოწმედ დასაკითხი პირი არ ესწრება არსებითი განხილვის სხდომას, სანამ არ მოხდება მისი დაკითხვა. სასამართლომ ჩანიშნა სხდომის თარიღი, შემდგომ სხდომაზე ბრალდების მხარე დაიწყებს მტკიცებულებათა გამოკვლევას და უახლოეს პერიოდში მოხდება ორივე დაზარალებულის დაკითხვა”, - განაცხადა გიორგი ნადირაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად