ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა ჯეი დი ვენსთან - ვისაუბრეთ რუსეთის ომის შედეგებზე გლობალური ბაზრებისთვის და შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები კონტაქტს შეინარჩუნებენ და იმუშავებენ ყველაფერზე, რაც განვიხილეთ

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„კარგი სატელეფონო ზარი მივიღე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ, ჯეი დი ვენსისგან. განვიხილეთ ჩვენი ცოტა ხნის წინანდელი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან ვაშინგტონში, რომელიც პოზიტიური და პროდუქტიული იყო. მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის საჰაერო დარტყმები შეუჩერებლად გრძელდება, საჰაერო თავდაცვა - კონკრეტულად კი Patriot-ის რაკეტები ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ - მთავარ პრიორიტეტად რჩება. ვიცე-პრეზიდენტმა და მე ვისაუბრეთ რუსეთის ომის შედეგებზე გლობალური ბაზრებისთვის. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები კონტაქტს შეინარჩუნებენ და იმუშავებენ ყველაფერზე, რაც დღეს განვიხილეთ. მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს უკრაინისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის“, - წერს ზელენსკი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში