თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს

თბილისის საკრებულოს წინ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თოშხუა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე თოშხუას აქციაზე ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა ხელში.

ცნობისთვის, თოშხუა იმავე მიზეზით 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ფოტო: გიორგი მოსიაშვილი.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში