ლოზუნგით - ,,უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის” პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება

,,უსაფრთხო და ძლიერი საქართველოსთვის” - ამ ლოზუნგით შაბათის მარშის მონაწილეები თბილისში, საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, შაბათის მარში არის იმის დემონსტრირება, რომ მოქალაქეები საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას არ წყვეტენ. მათი თქმით, იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ქვეყანა არ გახდება თავისუფალი და დამოუკიდებელი.

ამასთან, მარშის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, გასულ კვირას, ვერაზე მოკლულ 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის ხსოვნას, რომელსაც დღეს, დაბადების დღე აქვს.

,,ნიკოლოზ ღუმაშვილის სიკვდილი არის ივანიშვილის არასწორი პოლიტიკით გამოწვეული. ქვეყანაში არის დაუსჯელობის სინდრომი და ამ უსამართლობას შეეწირა 17 წლის ნიკოლოზი”,- განაცხადეს აქციაზე.

ამასთან, პროტესტის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით:

,,ქურს ქუდი ეწვოდა, ხიხოს -ახალი სახელი", "აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა", "სოლიდარობა ვახო სანაიას".

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად