ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე - სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ქვეყანა - სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები

სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები.

“თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყო უდიდესი ტრაგედია და რაც მთავარია, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში წინასწარ იყოს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის, რომ თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის ტრაგედიები. ამ მიმართულებით კონკრეტულად მყინვარული პროცესების კუთხით სამუშაოები ჩატარდა შვეიცარულ კომპანიასთან ერთად და არის წინასწარი კვლევის შედეგები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები. ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები.

"მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები, სამაშველო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე ჩართული, შსს იყო მთლიანად მობილიზებული, ჩართული იყო სხვადასხვა უწყება და ამაზე იყო კონცენტრირებული თითოეული სახელმწიფო უწყება და ასეთ დროს, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები. ეს არის უბრალოდ, დასანანი და ეს არის ის მაგალითი, რაზეც ვიღაცებმა რაღაცები უნდა ისწავლონ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა