დონალდ ტრამპი - ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ორპირია

ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად ორპირია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ისინი შეხვედრას ითხოვენ, ზოგიერთი იტყვის, „იხვეწებიან“, მოლაპარაკებები იწყება, უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი და შემდეგ ისინი ღიად და ამაყად ამბობენ, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ არის, საუბარი არაფერზე მიმდინარეობს და საქმეს მხოლოდ „ომანთან“ აწარმოებენ. შემდეგ კი თავიანთ ჩვეულ ლაყბობას აგრძელებენ და ამბობენ, რომ ჰორმუზის სრუტე მათ მიერ ძლიერად მართული იქნება, მაშინ როდესაც მას უკვე სრულად აკონტროლებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალები და ჩვენი „ბლოკადა“ ან, როგორც ზოგიერთები ამბობენ, „ამერიკის შეერთებული შტატების ფოლადის კედელი!“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, აშშ-ის ნებართვის გარეშე ირანამდე არაფერი აღწევს.

„ირანამდე ვერაფერი მივა, თუ შეთანხმების ან სრული კაპიტულაციის მიღწევა არ მოხდება. სურს თუ არა ირანს ამის აღიარება, ჩვენ რეალურად ვსაუბრობთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ქმნიან. ეს ძალიან მარტივია, ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება!“, - აცხადებს ტრამპი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა