ლევან მაჭავარიანი - როცა რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში რუსეთის  “გაშავება" არ იდგა - სხვა მესიჯბოქსი აგენტურამ უკრაინაზე აგრესიის შემდეგ მიიღო

როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში რუსეთის “გაშავება" არ იდგა და აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორი დავალებაც იყო - სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ უკრაინაზე აგრესიის შემდეგ, - ამის შესახებ დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, “აგენტურული ოპოზიცია მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, აბსოლუტურად დამოკიდებულია გარე ძალების მითითებებზე, კარნახზე, მესიჯბოქსზე და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ".

“როდესაც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, აგვისტოს ომიდან სულ რამდენიმე ხანში აშშ-ს მიერ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა. ასევე, ომიდან სულ რამდენიმე თვეში, როდესაც მოსკოვში სამხედრო აღლუმი იმართებოდა, იქ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ. შესაბამისად, აგენტურასაც დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი და იმგვარად იქცეოდნენ, როგორიც იყო დავალება, რადგან მათ უფლება არა აქვთ, რომ სხვანაირად იფიქრონ და სხვა რიტორიკით გაავრცელონ ნარატივი.

ისინი რუსებს საზღვარზე ხვდებოდნენ. ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს გადაუფორმეს და რუსეთს მისცეს გადამწყვეტი ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ასევე, სამარცხვინო რეზოლუციას მოაწერეს ხელი და ჩვენს გმირ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა დააბრალეს.

როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა რუსების და რუსეთის გაშავება, მანდ უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ. ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია უკრაინაზე განხორციელდა.

შესაბამისად, ეს აგენტურული ოპოზიცია თავის მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამოკიდებულია გარე ძალების მითითებებზე, კარნახზე, მესიჯბოქსზე და როგორც ეუბნებიან და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ,“ - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე