მიხაილ ფედოროვი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ Starlink-ის გამოყენების საკითხზე ილონ მასკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილ ფედოროვის განცხადებით, აგრძელებს მოლაპარაკებებს SpaceX-ის მფლობელ ილონ მასკთან რუსეთში სამიზნეების, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების განადგურების მიზნით Starlink ქსელის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კითხვაზე, ნამდვილად აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს მასკთან იმის შესახებ, რომ უკრაინას მისცემოდა შესაძლებლობა რუსეთის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ Starlink-ის გამოყენებით ემოქმედა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უპასუხა :

„დიახ, ეს ინფორმაცია საჯარო იყო. ჩვენ მასკთან კონტაქტს ვინარჩუნებთ; ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ. ახლა მთავარი გამოწვევაა, როგორ მივაღწიოთ იმ შედეგს, რომლის მიღწევაც ამ დიალოგის ფარგლებში გვჭირდება“, - აღნიშნა ფედოროვმა.

მისი თქმით, მასკთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის ტერიტორიაზე რუსულ მხარეს Starlink-ზე წვდომა შეეზღუდა, რადგან ეს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა უკრაინას „შაჰედის“ დრონებზე სატელიტური ინტერნეტის გამოყენების გამო.

„ამჟამად მოლაპარაკებები გრძელდება. ყველა დეტალს ვერ გავამჟღავნებ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ,“ - დასძინა ფედოროვმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა