ევროკავშირის პრეს-სპიკერი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის პრეს-სპიკერი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 18 წელი შესრულდა. ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, კვლავ მძიმე ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე.

„ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მივიჩნევთ, რომ ამ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობადი ყოფნა და ქმედებები საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე უკანონოა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირი შეშფოთებულია რუსეთის მზარდი მცდელობებით დე ფაქტო მოახდინოს ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის - ინტეგრაცია საკუთარ სამართლებრივ და უსაფრთხოების სივრცეში.

„მოსკოვსა და ცხინვალს შორის 9 მაისს ხელმოწერილ ე.წ. „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმებას, ისევე როგორც რუსეთის თანამდებობის პირის სამხრეთ ოსეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშვნას საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალა არ გააჩნია”, - აღნიშნავს ევროკავშირის პრესსპიკერი.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 18 წლის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და განიცდის ადამიანის უფლებების დარღვევებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და უკანონო დაკავებებს. იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების ხელშემშლელი დაბრკოლებები ისევ არსებობს.

„ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის როლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიმდინარე საქმიანობისა და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM Georgia) - უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების და შემდგომი, 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ შეთანხმების სრული შესრულების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის ერთგული რჩება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე