ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტრო” საქართველოს პროკურატურის მხრიდან გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
ე.წ. საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული „სისხლის სამართლებრივი დევნა გაფრთხილება უნდა გახდეს ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიაზე და მისი მსვლელობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე”.
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჭიროდ თვლის კომენტარი გააკეთოს საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მის საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ომის დანაშაულებზე, რომლების აფხაზი ერის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი 1992-1993 წლებში აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებული აგრესიის დროს.
სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გიორგი ბარამიძის განცხადებები გახდა, რომლებიც მან 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოვლენების საჯარო განხილვის დროს გააკეთა. ამ პერიოდში ომის ტყვეების გაცვლის თემაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო გაცვლის განხორციელება, ვინაიდან აფხაზი ომის ტყვეები არ ჰყავდათ. კერძოდ, მან თქვა: “აფხაზი ომის ტყვეები არ გვყავდა, ვინაიდან მათ ვხვრეტდით”...
აშკარაა, რომ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა გაფრთხილება უნდა გახდეს ყველასთვის, ვინც მზად არის ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიაზე და მისი მსვლელობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე…
მოვლენების კონსტრუქციული და პასუხისმგებლობიანი გადააზრების მაგივრად ქართული საზოგადოების ნაწილი იმავენაირად აგრძელებს ჩადენილი დანაშაულების უარყოფას, და მათ ცინიკურად ანაცვლებს პოლიტიზებული ინტერპრეტაციებით.
თუმცა ისტორიული სიმართლის სრული დავიწყებისადმი მიცემა შეუძლებელია. დროის განმავლობაში, მოვლენათა ობიექტური შეფასებები სულ უფრო დიდ დასტურს იღებენ, მათ შორის ქართული საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელიც დაშვებული შეცდომების აღიარების მზაობას ავლენს, მათ შორის ქართული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლების მიერ”, - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო უწყების” განცხადებაში.