უნგრეთის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩიეს

უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობაზე ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ანდრაშ ბაკა დანიშნა.

72 წლის ბაკას კანდიდატურას მხარი 160-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ანდრაშ ბაკამ პრეზიდენტის თანამდებობაზე ტომაშ შუიოკი შეცვალა, რომელმაც პოსტი გასულ თვეში დატოვა მას შემდეგ, რაც უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რაც მის ვადაზე ადრე გადაყენებას ითვალისწინებდა.

უნგრეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომაშ შუიოკმა საკონსტიტუციო ცვლილებას ხელი 18 ივლისს მოაწერა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები