თამარ იოსელიანი - ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

„ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, გერმანული კომპანია amd.sigma ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს.

„დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი გრძელვადიანი გადაწყვეტილებები დავაფუძნოთ სწორედ ტექნიკურ-ეკონომიკურ გათვლებს. ეს უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სწორად განვითარდეს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. საქართველოში საავიაციო სექტორი სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული ციფრები ყველა მიმართულებით და სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ განვავითაროთ ახალი აეროპორტი, რომელიც შეძლებს რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს და რომელიც ოპერირებაში უნდა შევიდეს 2032 წლიდან“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ახალი აეროპორტი კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის დაკავშირებადობას.

„აღნიშნული პროექტი, ცხადია, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ საქართველოს დაკავშირებადობა, ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შესაბამისად გვქონდეს წვდომა შესაბამის გლობალურ ბაზრებთან და შევძლოთ როგორც მგზავრების მომსახურება, ასევე ტვირთის მომსახურება და შესაბამისი საავიაციო სერვისების გაწევა“, - განაცხადა იოსელიანმა.

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მოსამზადებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH ახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში