ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოდან მიწოდების შესაძლებლობის პოვნა“ და ხელს არ შეუშლიან

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ხელისუფლება” საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელს არ შეუშლის. შესაბამისი განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “ხელისუფლებამ” ადგილობრივ მედიასთან გააკეთა.

კერძოდ, ადგილობრივმა მედიამ ე.წ. “ხელისუფლებას” კომენტარის გაკეთება სთხოვა ოკუპირებულ რეგიონში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე.

“საწვავის მიწოდება გრძელდება რუსეთის ფედერაციიდან კონტრაქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, თუმცა, გარე ფაქტორებით გამოწვეული შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავი აფხაზეთის რესპუბლიკის საჭიროებებისთვის არასაკმარისია. ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ალტერნატიული წყაროებიდან საწვავის მიწოდების შესაძლებლობებზე. საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოს ტერიტორიიდან მიწოდების განხორციელების შესაძლებლობის პოვნა. როგორც ცნობილია, ომის შემდგომ წლებში საწვავის საჭიროებების უზრუნველსაყოფად აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან ასევე ხორციელდებოდა მიწოდებები საქართველოში”, - განაცხადეს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “ხელისუფლებაში”.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია დაადასტურა და დააკონკრეტა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში