ევგენი ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებულ ოპერაციაზე - რუსეთის სამხედრო მანქანას მწყობრიდან გამოვიყვანთ

რუსეთის სამხედრო მანქანას მწყობრიდან გამოვიყვანთ - გავანადგურებთ ინფრასტრუქტურას, ფლოტს, ლოგისტიკას, საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს და საწარმოებს, რომლებიც უკრაინისწინააღმდეგ ომისთვის მუშაობენ, - ასე ეხმაურება უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ევგენი ხმარა ნოვოროსიისკში უკრაინული ჯარების მიერ ჩატარებულ ოპერაციას.

„ნოვოროსიისკში ჩვენი ოპერაცია უნიკალური გახდა. კომბინირებული დარტყმა განხორციელდა რაკეტებით, რეაქტიული დრონებით და საზღვაო დრონებით. რუსეთი უძლური აღმოჩნდა უკრაინული იარაღის სინქრონული მოქმედების წინააღმდეგ. ეს არის ერთობლივი ძალისხმევისა და სინერგიის შედეგი, რომელიც იზრდება თავდაცვის ძალებში. მადლობა ჯარისკაცებს სიზუსტისთვის. მადლობა უკრაინელ იარაღის მწარმოებლებს გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც უკრაინას მეტ შესაძლებლობას აძლევს, სიღრმეში დაარტყას მტერს,“ - წერს ევგენი ხმარა სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რუსეთში deep strike-ის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „მთავარსარდალ დრაპატისთან, გენერალურ შტაბთან, უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან და მწარმოებლებთან ერთად, ჩვენ გავზრდით ამ ზეწოლას“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტში ოთხ რუსულ სამხედრო გემს დაარტყა. გენშტაბის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, სხვადასხვა დონის დაზიანებები მიიღო რუსი აგრესორის ოთხმა სამხედრო გემმა: ორმა ფრეგატმა - “ადმირალ მაკაროვი” და “ადმირალ ესენი”, მცირე სარაკეტო გემმა - “ბუიან” და საპატრულო გემმა - “ვასილი ბიკოვი”. დაზიანებები ასევე მიიღო: 30N6E რადარმა, რომელიც S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემის ნაწილია; ნოვოროსიისკის პორტის N2 ნავმისადგომთან მდებარე მობილურმა საცეცხლე ჯგუფმა; გრუშოვის ნავთობბაზის - შესხარისის ტერმინალის გვირაბის პორტალმა; და N3, N6 და N7 ნავმისადგომების ინფრასტრუქტურამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში