ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, უნდა შეწყვიტონ მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ „ლექციების კითხვა“, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
მისი მტკიცებით, ეს თვალთმაქცობა აშკარა და სამარცხვინოა. „თქვენმა მხარდაჭერამ ღაზაში ისრაელის მიერ განხორციელებული გენოციდისადმი და ირანის წინააღმდეგ აგრესიისადმი გაანადგურა ის მორალური უპირატესობა, რომელიც გეგონათ, რომ გქონდათ“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.