სოფიო სიგუას ადვოკატი - ვითხოვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და იოსებ სიგუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას

საქმეში არსებული მტკიცებულებები ნამდვილად იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩენილიყო, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული ზედამხედველობაც კი დააწესა, ელექტრონული ზედამხედველობა კი გაცილებით უფრო რთულ შემთხვევებში გამოიყენება და ბევრად უფრო მკაცრი მექანიზმია, ვიდრე შემაკავებელი ორდერი,- ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას ყოფილი მეუღლის, სოფიო სიგუას ადვოკატმა, თამარ ლუკავამ განაცხადა.

ადვოკატი საგამოძიებო უწყებისგან სოფიო სიგუასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

„ჩვენთვის უცნობია, თუ რა მიზეზითა და მოტივით გააუქმა შემაკავებელი ორდერი მოსამართლემ.

საქმეში არსებული მტკიცებულებები ნამდვილად იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩენილიყო. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სააპელაციო სასამართლომ ელექტრონული ზედამხედველობაც კი დააწესა, ელექტრონული ზედამხედველობა კი გაცილებით უფრო რთულ შემთხვევებში გამოიყენება და ბევრად უფრო მკაცრი მექანიზმია, ვიდრე შემაკავებელი ორდერი.

ჩვენ სისხლის სამართლის საქმეზე ვითხოვთ ობიექტურ გამოძიებას, არა მხოლოდ ძალადობის ფაქტებთან, არამედ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებითაც.

ამაზე უკვე მიმართული გვაქვს თბილისის პროკურატურისთვის, თუმცა მათგან რაიმე რეაგირება არ ყოფილა და გამოძიება არ დაწყებულა.

ვითხოვთ, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევასთან დაკავშირებით ჩატარდეს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ხოლო რაც შეეხება ძირითად სისხლის სამართლის საქმეს, სადაც საუბარია მუქარაზე, წლების განმავლობაში განხორციელებულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასა და ასევე, ბოლო პერიოდში ადევნებასთან დაკავშირებით, აუცილებლად ვითხოვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას”, - განაცხადა თამარ ლუკავამ.

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში