მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკა - პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

პოლონეთი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ განაცხადა.

მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებით, უკრაინისთვის რაკეტების გადაცემის საკითხი პოლონეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს.

„ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის პოლონეთის უსაფრთხოების კონტექსტში უნდა იქნას მიღებული“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ეს მიმდინარე წლის განმავლობაში პოლონეთის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის პირველი შემთხვევა არ იქნება. გასულ თვეში, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე პოლონეთის მთავრობამ უკრაინას Patriot-ის ხუთი რაკეტა გადასცა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო