იოსებ სიგუას ადვოკატი - ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ  დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - პირადი მოტივით განპირობებულ ყველა ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი

ყველა დაუსაბუთებელ, პირადი მოტივით განპირობებულ ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი, - ასე ეხმაურება პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას ადვოკატი თეონა გვაზავა სააპელაციო სასამართლოს მიერ იოსებ სიგუასთვის შემაკავებელი ორდერის გაუქმებას.

როგორც გვაზავა წერს, ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

“იოსებ სიგუას მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა.

ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ იოსებ სიგუას არ განუხორციელებელია სოფია სიგუას მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

ყველა დაუსაბუთებელ, პირადი მოტივით განპირობებულ ბრალდებას სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი“, - წერს თეონა გვაზავა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი გააუქმა. შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რაც შეეხება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონულ მონიტორინგს, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ გაუქმდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში