Reuters - ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი 55%-ით შემცირდა

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი 55%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე და საკუთარ გამოთვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ივლისში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 54.7%-ით შემცირდა - 3.93 მილიონ ტონამდე. საშუალო დღიური მაჩვენებლებით, ივნისთან შედარებით, გადაზიდვები 33.3%-ით შემცირდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა რიგი მსხვილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს. ზარალმა ქარხნები აიძულა, დაუგეგმავი რემონტი დაეწყოთ, რამაც შეამცირა ნავთობის გადამუშავება, საწვავის წარმოება და ექსპორტი.

ყველაზე მეტად გადაზიდვები მურმანსკისა და არხანგელსკის პორტებით შემცირდა - 85.4%-ით ივნისთან შედარებით, 44 ათას ტონამდე.

შავი და აზოვის ზღვების პორტებით რუსეთმა 1.25 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტირება მოახდინა, რაც 49%-ით ნაკლებია ივნისთან შედარებით.

პრიმორსკის, ვისოცკის, სანქტ-პეტერბურგისა და ესტ-ლუგას ბალტიის პორტებით ექსპორტი 16%-ით შემცირდა - 1.974 მილიონ ტონამდე. შორეული აღმოსავლეთის პორტებით ექსპორტი ასევე 16%-ით შემცირდა - 664 ათას ტონამდე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო