ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის

25%-მდე ფასდაკლება პროდუქტებსა და სერვისზე - „თეგეტა“ ყოფილ თანამშრომლებზე ზრუნვის ახალ პროგრამას იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში „თეგეტა ჰოლდინგში“ უმუშავიათ, შესაძლებლობა ექნებათ, „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური პირობებით ისარგებლონ. ახალი შეთავაზება ყოფილი თანამშრომლებისთვის იმავე ტიპის ბენეფიტებს მოიცავს, რომლებითაც ამჟამად მოქმედი თანამშრომლები სარგებლობენ.

პროგრამა ავტოსერვისსა და ავტოპროდუქტებზე გავრცელდება, მათ შორის საბურავებზე, აკუმულატორებზე, ავტონაწილებსა და ავტომობილის მოვლის საშუალებებზე. ყოფილი თანამშრომლები პროდუქტებსა და სერვისზე 20-დან 25%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება იმოქმედებს ერთიანად ან ეტაპობრივად განხორციელებულ, ჯამში, 2 500 ლარამდე ღირებულების შენაძენზე. აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ 4 000 ლარამდე დანახარჯზე ფასდაკლება 10%-მდე შემცირდება. 4 000 ლარის შემდეგ კი მომხმარებლები სტანდარტული პირობებით ისარგებლებენ.

ინიციატივა მხოლოდ კომერციული შეთავაზება არ არის და ის პირდაპირ უკავშირდება „თეგეტას“ კორპორაციულ კულტურას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადამიანებზე ზრუნვა და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაა.

ვაჟა ილურიძე, „თეგეტა მოტორსის“ საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი: „თანამშრომლებზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ეს პროგრამაც თანამშრომლებისთვის მხარდაჭერის მიზნით შევქმენით. უკვე მრავალი წელია, „თეგეტაში“ მუშაობა განსაკუთრებულ გამოცდილებად მიიჩნევა. ეს არის გარემო, სადაც ადამიანები პროფესიულად იზრდებიან და საერთო წარმატებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

4 000 ლარი დღევანდელი ფასებით, საშუალო სტატისტიკურად, ერთი ავტომობილის წლიური მოვლის სრულ ხარჯს უტოლდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ყოფილი თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში თავიანთი ავტომობილების ფინანსურად ხელსაყრელ პირობებში მოვლის შესაძლებლობას იღებენ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც სხვადასხვა პერიოდში აქ უმუშავიათ, კვლავ იგრძნონ, რომ კომპანიას ეს შრომა ახსოვს, აფასებს და თითოეული მათგანი კვლავაც ღირებულია. სწორედ ამიტომ შევქმენით ეს შეთავაზება - მადლიერებისა და ზრუნვის ნიშნად, რათა მათ კომპანიასთან თანამშრომლობის დასრულების შემდეგაც ჰქონდეთ შესაძლებლობა, „თეგეტელობის“ განცდა შეინარჩუნონ. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირს კომპანიასა და ადამიანებს შორის“.

პროგრამაში ჩართვა სპეციალური ბაზის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელიც კომპანიის HR დეპარტამენტს აქვს მომზადებული და სადაც წლების განმავლობაში დასაქმებული თანამშრომლების მონაცემებია დაცული.

ამ ეტაპზე შეთავაზება მხოლოდ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ადგილზე მისვლისას იმოქმედებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. ინიციატივა, პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო