რუმინეთში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა

რუმინეთის ტულჩას ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია ტულჩის ოლქის ლუნკავიცის კომუნის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, დრონის ჩამოვარდნის შესახებ. ამჟამად არსებული მონაცემებით, საჰაერო სამიზნე სამინისტროს სარადარო დაკვირვების სისტემებმა ვერ დააფიქსირეს, რადგან ის ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. დრონი ტყიან ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.

„ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ჯგუფი ტერიტორიას IAR PUMA 330 SOCAT ვერტმფრენით შეისწავლის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო