ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს

ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების“ ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიმართავს ავრცელებს.

სუხიშვილი აცხადებს, რომ მათ მიმართ წლების მანძილზე არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩნეული არიან.

“გავიხსენებდი თუნდაც იმას, რომ თითქოს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, თუნდაც ეჭვის ქვეშ რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დაყენებას. ვთვლი, რომ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არაფერი გჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი. მით უმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება.

ასევე, მინდა ვახსენო პეტიცია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს გამოეხმაურა. მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მაგრამ ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამით უფრო გავამწვავებთ ქვეყანაში ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას და ამას კიდევ უფრო ზედმეტად მოჰყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ეს ჩვენ ნამდვილად არ მოგვწონს. ვთვლი, რომ საჭირო არ არის ამის გაბუქვა.

მჯერა, ჩემი ხალხის. დიდი მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის და დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩვენ ყოველ წუთში ვგრძნობთ, იქნება ეს დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს. დიდი მადლობა. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ ყველა, განურჩევლად, რა აზრის ხართ ჩვენზე“, - განაცხადა ნინო სუხიშვილმა ვიდეო-მიმართვაში.

რამდენიმე დღის წინ, მედიასთან საუბრისას ნინო სუხიშვილმა დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ანსამბლის სახელით არასდროს წავა რუსეთში, რადგან ქვეყნის 20% ოკუპირებულია. მან აღნიშნა ისიც, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება არც ისტორიულად ჰქონია და არც ახლა აქვს. მის ამ განცხადებას მწვავე პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან. მანამდე, სოციალურ ქსელში 2013 წლის საარქივო მასალა გავრცელდა, რომლის მიხედვით, ნინო და ილიკო სუხიშვილი რუსულ ტელეარხზე ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა სუხიშვილები “ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულეს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს