შსს-ს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

„სხვადასხვა მედია საშუალებასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7880 -მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, 18 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 20 000 ადამიანმა გადაკვეთა. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის თანახმად, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

“მსგავსი დინამიკა უკვე რამდენიმე დღე აღინიშნება: 15 და 16 აგვისტოს გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 19 000 ადამიანი კვეთდა. მიმდინარე მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებს”, - ნათქვამია რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები ყველა საჭირო ზომას იღებენ სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

“გაზარდა ცვლები, მეტი პერსონალია ჩართული, რაც საშუალებას იძლევა გაიზარდოს გამტარუნარიანობა და დაჩქარდეს სატრანსპორტო საშუალებების გაფორმება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე