ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება.

სოფელ ყულიშკარის გამგებლის ლაშა შველიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი დები მარტო ცხოვრობდნენ და ისინი დაახლოებით 4-5 დღე არ გამოჩენილან. „გარდაცვლილია 3 პიროვნება. რით არიან გარდაცვლილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. მარტო ცხოვრობდნენ.... დაახლოებით 4-5 დღე არ გამოჩენილან, მეზობელმა ჭიშკართან სუნი იგრძნო“, - განუცხადა ლაშა შველიძემ "ტვ პირველს".

რაც შეეხება გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად საკვებით ინტოქსიკაციის დასახელებას, გამგებელმა განმარტა, რომ ექსპერტიზას წაღებული აქვს საჭმლის, წყლის ნიმუშიც და დაადგენს გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა