ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტის გავლით დროებითი სანაოსნო დერეფნის შექმნისა და სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის წინადადება წარადგინეს

ირანმა და ომანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ჰორმუზის სრუტის გავლით დროებითი სანაოსნო დერეფნის გახსნის წინადადება გამოაცხადეს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყანა ასევე შეთანხმდა სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის ერთობლივ ძალისხმევაზე.

„შემოთავაზებული ჩარჩო ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გავლით ერთობლივი დროებითი სანაოსნო დერეფნის შექმნას და სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის ერთობლივი პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებას. მხარეებს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები გაგრძელდება მუდმივი სანაოსნო დერეფნის შექმნასა და სრუტის სამომავლო მართვის, ასევე ინფორმაციის გაზიარების, მოძრაობის მართვისა და შესაბამისი სანავიგაციო და უსაფრთხოების სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმის შეთანხმების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ომანის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ამ კონტექსტში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ყურის წყლების მოსაზღვრე რეგიონულ სახელმწიფოებთან ერთობლივი დისკუსიების მოწვევის მნიშვნელობას. მათ ასევე ხაზი გაუსვეს მოქმედი საერთაშორისო სამართლის დაცვისა და სანაპირო სახელმწიფოების სუვერენული უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა