სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი - ვიმედოვნებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ “სენატორი გრემის სანქციების პაკეტი” სექტემბერში იქნება მიღებული

ვიმედოვნებ, რომ რუსეთის წინააღმდეგ “სენატორი გრემის სანქციების პაკეტი” სექტემბერში იქნება მიღებული. ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენთალმა (დემოკრატიული პარტია), რომელიც აღნიშნული კანონპროექტია თანაავტორია, კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“და ვამბობდი, როდესაც აქ ბოლოს ვიყავი გაზაფხულზე, მაისში, რომ ძალისხმევებს გავაორმაგებთ, რათა სანქციების შესახებ კანონპროექტი მივიღოთ. ახლა, როდესაც ეს სენატში მოხდა, უფრო დიდი დარწმუნებით ვბრუნდები, რომ ის მიღებულ უნდა იქნას ასევე წარმომადგენელთა პალატაში. იმედია, ეს სექტემბერში მოხდება,” - განაცხადა ბლუმენთალმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის კონკრესის ქვედა პალატა - წარმომადგენელთა პალატა - სამუშაოს სექტემბერში უნრუნდება.

“და ძალიან მჭიდრო კონტაქტებს ვინარჩუნებ წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობასთან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ მაშინ იქნება მიღებული გაადაწყვეტილება. ვამბობდი, აქ როდესაც ვიყავი ბოლოს, რომ ძალისხმევებს გავაორმაგედით. და ეს გავაკეთეთ,” - განაცხადა ბლუმენთალმა.

სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა და მოუწოდა მას “ღია იყოს წარმომადგენელთა პალატის წევრებთან საუბრებისთვის, ისევე, როგორც სენატში გველაპარაკებოდა”.

ბლუმენთალის თქმით, ზელენსკი ამისთვის ღიაა.

“გახსოვთ, როდესაც შეერთებულ შტატებში იყო. დახურულ კარს მიღმა შეგვხვდა. და შემდეგაც იყო, როდესაც კენჭისყრა გვქონდა. და მის სახეზე ღიმილი, როდესაც იმ კენჭისყრას აკვირდებოდა, უკიდურესად შთამაგონებელი და ამაღელვებელი იყო. იმედი მაქვს, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრებს ისევე დაელაპარაკება, როგორც სენატს ელაპარაკებოდა. და როდესაც წარმომადგენელთა პალატაში ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან საუბარი შევთავაზე, ის გულწრფელად და დიდი სურვილით დამთანხმდა,” - განაცხადა ბლუმენთალმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა