არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილიც.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მარიამობის დღეასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან, ასევე, სხვადასხვა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები - გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, საბა ჯიქია, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, სიმონ მახარაძე და დავით ხომერიკი.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯამში 226 პირი შეიწყალა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა