უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა FP-1 ტიპის დრონებმა რუსეთში, იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავნეფტ-იანოსს“ დაარტყეს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კომპანია Fire Point-ი იუწყება, რომელიც აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს.

უკრაინული მედია წერს, რომ იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებს. მისი სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობია.

ქარხანა აწარმოებს საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს და რეაქტიული ძრავის საწვავს, ასევე საპოხ მასალებს, ბიტუმს, თხევად აირებს და სხვა პროდუქტებს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება