ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის სანქციების წინაშე მტკიცე პოზიციას შეინარჩუნებენ

ირანი აშშ-ის სანქციების წინაშე მტკიცე პოზიციას შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ირანის ხელისუფლების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.­

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა აშშ-ისა და ისრაელის „შეთქმულებებს“ დაუპირისპირდება.

ასევე, განცხადების თანახმად, დიპლომატია და თავდაცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის „ერთმანეთის შემავსებელი, კოორდინირებული და განუყოფელი“ ინსტრუმენტებია.

ირანის ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანა დიპლომატიის, თავდაცვის, ინფლაციის შეჩერების, სამუშაო ადგილების შექმნის, ადგილობრივი წარმოების გაზრდისა და დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით მუშაობას გააგრძელებს.

ცნობისთვის, პარასკევს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, თეირანთან ბიზნეს ურთიერთობის გამო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ეგვიპტური ბანკის Banque Misr-ის ფილიალებს და საამიროებში ირანული ბანკის Bank Melli-ს ფილიალის მენეჯერს სანქციები დაუწესა. ასევე, დეპარტამენტის სანქციების სიაში მოხვდა ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია, რომელიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება