ვლადიმერ პუტინი - არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ -  ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის პედაგოგიურ სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე თქვა.

შეხვედრაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა მას თეთრი დათვები და შემდგომ ახსენა, რომ ვეშაპები თავს ესხმიან დათვებს. ამის შემდეგ მან ეს მაგალითი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დააკავშირა.

„იქ მახლობლად ცელნამგალა ვეშაპები ცხოვრობენ. ისინი მაგ დათვებს ჭამენ, როგორც არაფერი. კი, უბრალოდ თავს ესხმიან ასეთი ხროვით - ბუმ! - და გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. კი-კი-კი, ასეთი კვებითი ჯაჭვია.

ამის შესახებაც უნდა ვეუბნებოდეთ ბავშვებს, რათა ესმოდეთ, როგორ სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას [უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს],” - განაცხადა პუტინმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში